თავში

"აცრიდან გაგვექცა" - ვერიკო ტურაშვილის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

"აცრიდან გაგვექცა" - ვერიკო ტურაშვილის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა
აცრიდან გაგვექცა - ვერიკო ტურაშვილის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

"მამა გარ­და­იც­ვა­ლა“ - ამის შე­სა­ხებ სოციალურ ქსელში მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა დაწერა.

მომ­ღერ­ლის მამა კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებს ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და. 

აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ვე­რი­კო ტურაშვილმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დაწერა, რომ რო­დე­საც მშობ­ლე­ბი აც­რა­ზე მი­იყ­ვა­ნა, დე­დამ აცრა გაიკეთაა, მამა კი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­ლო­ბით კლი­ნი­კი­დან გა­იქ­ცა.

"ერთი თვის წინ ჩემი მშობ­ლე­ბი და­ინ­ფი­ცირ­დნენ covid 19-ით. დე­დას აცრა ქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და მამა აც­რი­დან გაგ­ვექ­ცა ამ­დე­ნი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კი­თხვით და სმე­ნით. აი, შე­დე­გიც შე­სა­ბა­მი­სად გან­ვი­თარ­და, დე­დამ უმარ­ტი­ვე­სად გა­და­ი­ტა­ნა და მა­მამ ძაან მძი­მედ არის და ჯერ ისევ ურ­თუ­ლეს ეტაპ­ზე ვართ.

ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან ასაკ­ში და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ვარ­ჩიე და ჩემ­თვის უკვე ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი. მა­მას წინ კი­დევ ურ­თუ­ლე­სი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დი აქვს და იმე­დია დავძლევთ. აი­ცე­რით, ხალ­ხო სა­კუ­თარ თავ­ზე და ოჯახ­ზე გა­მოვ­ცა­დე აც­რი­ლის და აუც­რე­ლის უდი­დე­სი სხვა­ო­ბა! ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ...“ - წერ­და მომ­ღე­რა­ლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system