თავში

,,ათწლეულებია უწმინდური ადამიანი მართავს ეკლესიას" - მეუფე პეტრე პატრიარქზე

,,ათწლეულებია უწმინდური ადამიანი მართავს ეკლესიას" - მეუფე პეტრე პატრიარქზე
,,ათწლეულებია უწმინდური ადამიანი მართავს ეკლესიას - მეუფე პეტრე პატრიარქზე

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა სინოდის სხდომას ეხმაურება და აცხადებს, რომ პატრიარქს არ აქვს უფლება გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოს. 

გარდა ამისა, სასულიერო პირი აცხადებს, რომ პატრიარქმა მისი მმართველობის პერიოდი უნდა მოინანიოს.

,,მე მოვუწოდე მას თავისი უწმინდური მმართველობის მონანიებისგან. მოსანანიებელი მას აქვს ქართველი ერის წინაშე, რომ ათწლეულებია უწმინდური ადამიანი მართავს ეკლესიას და თავი ცოცხალ წმინდანად წარმოაჩინა. კერპი შექმნა საკუთარი თავის და ლამის კერპთაყვანისმცემლებად აქცია ქართველი ერი", - განაცხადა მეუფე პეტრემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. 

შეგახსენებთ, 2019 წლის 31 ოქტომბერს, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.

მღვდელმთავრობიდან გადაყენებული მეუფე ცოდვების მოსანანიებლად პატრიარქმა მონასტერში განამწესა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system