თავში

საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში ამინდი გაუარესდება
საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system