თავში

აუდიტი: თბილისში ავტობუსის მძღოლების უმრავლესობა ზეგანაკვეთურად მუშაობს

აუდიტი: თბილისში ავტობუსის მძღოლების უმრავლესობა ზეგანაკვეთურად მუშაობს
აუდიტი: თბილისში ავტობუსის მძღოლების უმრავლესობა ზეგანაკვეთურად მუშაობს

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში  თბილისში ავტობუსების მძღოლების უმრავლესობამ ზეგანაკვეთურად იმუშავა, რაც დასკვნის თანახმად, მგზავრებისთვისაც საფრთხის შემცველია.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც აუდიტის სამსახური აქვეყნებს, ნათქვამია, რომ კომპანიაში, რომლის შემოსავალი ჯამში 548,138.0 ათასი ლარია, ხოლო ხარჯები 386,858.3 ლარი – შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა დაცული არ არის. 

ამ მოთხოვნის თანახმად, დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

„ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს მძღოლების უმეტესობა, რაც შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისათვის წამგებიანია ფინანსურადაც, გაზრდილი სატარიფო განაკვეთის გამო,“ – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზეგანაკვეთურ შრომას განაპირობებს მძღოლების სამუშაო რეჟიმი. კერძოდ, მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში მუშაობს 17 საათს და მეტს. 2017-2018 წლებში კომპანიამ გაზრდილი სატარიფო განაკვეთის სახით აანაზღაურა 1,310.9 ათასი ლარი.

„კომპანიაში დასაქმებული მძღოლების უმეტესობა კვირაში ზოგჯერ მუშაობს 48 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით. აღნიშნული პრინციპი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება „საქართველოს შრომის კოდექსის“ ძირითად მოთხოვნას და მეორე მხრივ, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია. გარდა ამისა, შრომის უკეთესი დაგეგმვისა და ორგანიზების პირობებში, კომპანია დაზოგავდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს. 

აღნიშნული კატეგორიის დასაქმებულების სამუშაო პერიოდის ზეგანაკვეთური გაზრდა შესაძლოა შეიცავდეს რისკებს მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით. ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისათვის წამგებიანია ფინანსურადაც"- აღნიშნულია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system