თავში

"აუცილებელია დასწრებული სწავლების აღდგენა" - რა პრგონოზს აკეთებს ამირან გამყრელიძე

"აუცილებელია დასწრებული სწავლების აღდგენა" - რა პრგონოზს აკეთებს ამირან გამყრელიძე
აუცილებელია დასწრებული სწავლების აღდგენა - რა პრგონოზს აკეთებს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მხარს უჭერს, რომ სწავლა რეალურ სივრცეში 4 ოქტომბერს აღდგეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-თან ახლოს არის აჭარაში, რის გამოც იმედს გამოთქვამს, რომ ოქტომბრიდან რეგიონში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. მისივე თქმით, დადებითობის მაჩვნებლი მნიშვნელოვნად მცირდება დედაქალაქშიც. 

ამირან გამყრელიძემ მშობლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ. 

„მრავალმხრივ ვსწავლობთ რეგიონების, მუნიციპალიტეტების, სკოლების, პერსონალის, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრების მაჩვენებლებს. ყველანაირად გვინდა, რომ სწავლა რეალურ სივრცეში აღდგეს და ამაზე შემუშავებული გვაქვს ჩვენი ინდიკატორები. ერთ-ერთი ინდიკატორი არის სწორედ დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ინფიცირების ინტესიურობაზე საუბრობს. პირდაპირ გეტყვით, აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი, დღევანდელი მონაცემით, 4%-თან ახლოსაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბერს ისინი შეხვდებიან 4%-ზე ნაკლები დადებითობის მაჩვენებლით. არის ასევე, ორი რეგიონი, სადაც ანალოგიური სიტუაციაა. სერიოზულად ქვემოთ მოდის ეს მაჩვენებელი თბილისშიც, სადღაც 5-6 პროცენტის ფარგლებშია. გარდა ამ მაჩვენებლებისა, კიდევ სხვა საკითხებიცაა გასათვალისწინებელი, როგორიც არის ამა თუ იმ სკოლაში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი.

იგივე ამ სკოლაში ბავშვების მშობლების აცრის მაჩვენებელი. მოვუწოდებ მშობლებს, ვისაც სკოლაში დაჰყავს ბავშვი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ აცრილი, რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხო გარემოში. ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, რომ ბავშვები გვყავდეს უსაფრთხო გარემოში. აუცილებელია დასწრებული სწავლების აღდგენა.

ამ პანდემიამ, გარდა უზარმაზარი ჯანმრთელობითი და ეკონომიკური დანაკარგისა, უზარმაზარი დაზიანება მიაყენა განათლების სექტორს და განსაკუთრებით, სკოლას. ბავშვებისთვის აქტიური საკლასო სწავლება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ვეძებთ ყველა გზას, რომ სწავლა დასწრებულად აღდგეს. ამიტომ, ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული განსაკუთრებული ჰიგიენური პირობები, კლასების განიავება, ხელების დაბანა, სანიტაიზერები, ტემპერატურის გაზომვა, მასწავლებლების ტესტირება. ქვეყანაში სწავლის აღდგენას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი!“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system