თავში

ავარია ლაგოდეხში - დაშავებულია 7 ადამიანი

ავარია ლაგოდეხში - დაშავებულია 7 ადამიანი
ავარია ლაგოდეხში - დაშავებულია 7 ადამიანი

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

სოფელ კაბალთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system