თავში

ავარია ახალციხეში - არიან დაშავებულები

ავარია ახალციხეში - არიან დაშავებულები
ავარია ახალციხეში - არიან დაშავებულები

ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქთან ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა. 

ორივე მათგანი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინა პატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system