თავში

ავარია გორში - დაშავებულია საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი

ავარია გორში - დაშავებულია საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი
ავარია გორში - დაშავებულია საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი

გორში, ვერხვების დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიისას პოლიციის მაღალჩინოსანი დაშავდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დაზიანებები თავის არეში მიიღო. ის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system