
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.