თავში

ტრაგედია ქობულეთში - შემოვლით გზაზე ორი ტრაილერი შეეჯახა

ტრაგედია ქობულეთში - შემოვლით გზაზე ორი ტრაილერი შეეჯახა
ტრაგედია ქობულეთში - შემოვლით გზაზე ორი ტრაილერი შეეჯახა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ტრაილერის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შეჯახებისას ერთ-ერთი ტრაილერი ამოყირავდა.

გარდაცვლილიც და დაშავებულიც კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. მედიკოსთა განცხადებით, ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system