
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.