თავში

ავარია ოზურგეთში - არის მსხვერპლი

ავარია ოზურგეთში - არის მსხვერპლი
ავარია ოზურგეთში - არის მსხვერპლი

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობად მძიმეა .

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 

დაშავებული ბავშვები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" უკვე გადაიყვანა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system