თავში

ავარია თბილისში - გარდაიცვალა 3 ადამიანი

ავარია თბილისში - გარდაიცვალა 3 ადამიანი
ავარია თბილისში - გარდაიცვალა 3 ადამიანი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system