თავში

ავარია თბილისში - გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი

ავარია თბილისში - გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი
ავარია თბილისში - გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი

თბილისში, ვარკეთილში, ე.წ. სუხიშვილის წრესთან, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა. 

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ახალგაზრდა ქალი, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მგზავრი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოახერხა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე 6-ე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system