თავში

ავარიას ემსხვერპლა 12 წლის მოზარდი, რომელიც არაფხიზელ მძღოლს კალთაში ეჯდა

ავარიას ემსხვერპლა 12 წლის მოზარდი, რომელიც მძღოლს კალთაში ეჯდა
ავარიას ემსხვერპლა 12 წლის მოზარდი, რომელიც არაფხიზელ მძღოლს კალთაში ეჯდა

12 წლის მოზარდი გარდაიცვალა გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system