თავში

ავარიას ემსხვერპლა 4 შვილის დედა, რომელიც მეხუთეზე იყო ორსულად

ავარიას ემსხვერპლა 4 შვილის დედა, რომელიც მეხუთეზე იყო ორსულად
ავარიას ემსხვერპლა 4 შვილის დედა, რომელიც მეხუთეზე იყო ორსულად

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ცენტრალურ გზაზე ამავე სოფლის მკვიდრი ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

"გურია ნიუსის" ცნობით, ქალი გზაზე ჩანთით ხელში მიდოდა, რა დროსაც ავტომობილი უკნიდან დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზე დაიღუპა.

4 შვილის დედა, მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. მისი 4-ვე შვილი მცირეწლოვანია.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი თავდაპირველად მიიმალა, თუმცა მოგვიანებით თავად ჩაბარდა პოლიციას.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system