თავში

ავარიას თბილისში ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარიას თბილისში ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავარიას თბილისში ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთმანეთს ორი მანქანა დაეჯახა. ერთ-ერთი მანქანა კი ტროტუარზე ავარდა, რა დროსაც გაჩერებაზე მდგომ მცირეწლოვანს და მის ბაბუას დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. მისი ბაბუა კი მძიმედ დაშავდა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ავარიაში მონაწილე მეორე მანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system