თავში

ავარიაში მოყოლილი პატიმრები კლინიკიდან საკანში დააბრუნეს  

ავარიაში მოყოლილი პატიმრები კლინიკიდან საკანში დააბრუნეს  
ავარიაში მოყოლილი პატიმრები კლინიკიდან საკანში დააბრუნეს  

რუსთავში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პატიმრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ მსუბუქი დაჟეჟილობები მიიღეს და სტაციონალურ მკურნალობას არ საჭიროებენ. ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმრები სამკურნალო დაწესებულებიდან კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.

„რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტირების ავტომანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ძველი რუსთავის ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როდესაც მოცემული ავტომანქანით მსჯავრდებულები კ.ი. და წ.შ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრუნდებოდნენ. გარეგანი დათვალიერების შედეგად მსჯავრდებულებს დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა პრევენციის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. გამოკვლევის შედეგად მსჯავრდებულებს მხოლოდ კიდურებზე მსუბუქი დაჟეჟილობები გამოუვლინდათ და სტაციონარული მკურნალობის საჭიროება გამოირიცხა. ამ ეტაპისთვის, ორივე მათგანი სასჯელის მოხდის ადგილზე არის დაბრუნებული. პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ასევე ჩაუტარდათ ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებსაც რაიმე სახის დაზიანებები არ აღმოაჩნდათ,“-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system