თავში

ავარია ზუგდიდში - დაშავებულია 5 ახალგაზრდა - PHOTO

ავარია ზუგდიდში - დაშავებულია 5 ახალგაზრდა
ავარია ზუგდიდში - დაშავებულია 5 ახალგაზრდა - PHOTO

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხუთივე მათგანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული და ამ წუთებში, შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

როგორც report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system