თავში

ავარიის გამო, ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

ავარიის გამო, ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეზღუდულია
ავარიის გამო, ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

ქუთაისის შემოვლით გზაზე სატვირთოს ხანძარი გაუჩნდა, რის გამოც მოძრაობა შეზღუდულია, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე (ქუთაისის შემოვლითი გზა) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო მანქანას გაუჩნდა ხანძარი, რის გამოც უსაფრთოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის ამ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system