თავში

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი რურუა

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი რურუა
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი რურუა

,,მთავარი არხის" დირექტორისა და დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დაკავებულია არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა.  

,,ჩვენი დამფუძნებელი გიორგი რურუა ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით.

აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დანაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!

უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!"- წერს ნიკა გვარამია. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციას არკვევენ და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system