თავში

"ავიღებ პასუხისმგებლობას, გადავდგები, თუ..." - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

"ავიღებ პასუხისმგებლობას, გადავდგები, თუ..." - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე
ავიღებ პასუხისმგებლობას, გადავდგები, თუ... - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში სრული ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები 6-ზე ან 7-ზე მეტი იქნება, ის გადადაგება. 

"ჩვენ რომ დღეს ვაქცინირებული ვიყოთ, მივაღწიოთ ქვეყნის 2/3-ის ვაქცინირებას და თუ ჩვენი სიკვდილობა იქნება, რაც არის ისრაელში - 6,7,8 შემთხვევაზე მეტი, მზად ვარ პასუხი ვაგო. საერთოდ, ეს სიტყვა, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩვენთან ცოტა ფასდაკარგულია და არაფერს ნიშნავს, სიტყვას ნიშნავს მხოლოდ. მე ავიღებ პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი.

თითოეული დაკარგული ადამიანი არის ჩაწყვეტილი სიმი ქვეყნის ცხოვრებაში, უდიდესი გულისტკივილი ოჯახის წევრებისთვის. რამხელა გულისტკივილს გამოხატავენ ოჯახის წევრები და "ფეისბუქი" სავსეა გულში ჩამწვდომი, რომ აგეტირება, ისეთი პოსტებით", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system