თავში

ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახენ ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

,,მეგობრებო, როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამომდინარე და იქიდან გამონდინარე, რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით. შესაბამისად, გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ, საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია, ( მხოლოდ ხუთშაბათს 05/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა, ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად:) მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე, რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამოდენიმე მიზეზით: 1. მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია, არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას", - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system