თავში

ავსტრალიელი ქალის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან გადაასვენეს

ავსტრალიელი ქალის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან გადაასვენეს
ავსტრალიელი ქალის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან გადაასვენეს

ავსტრალიელი ქალის, შანიე ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ტერიტორიიდან გადაასვენეს. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები. 

არსებული ინფორმაციით მას ძალადობის კვალი ემჩნევა. მათ შორის, დაზიანებულია სახეც. 

შანიე ბრუკის დღეს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ პოლიციელები, მაშველები და მოხალისეები. მისი ტელეფონიდან მეგობართან ბოლო ზარი რამდენიმე წამს გაგრძელდა, ახალგაზრდა ქალი ყვიროდა და შველას ითხოვდა. 

საქმეზე გამოძიებაა დაწყებული. დანაშაულისთვის ჯერ არავინ დაუკავებიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system