თავში

ავთანდილ ხურციძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ავთანდილ ხურციძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
ავთანდილ ხურციძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

აშშ-ში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"პირველი ეტაპი გადალახულია!! ავთანდილმა საპატიმრო დატოვა! გილოცავთ!", - აღნიშნულია ავთანდილ ხურციძის "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, 6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ხურციძე საპატიმროს ვადაზე ადრე, 14 სექტემბერს დატოვებდა. 

ვადაზე ადრე გათავისუფლება კარგი ყოფაქცევისა და დისციპლინის გამო მოხდა. 

ხურციძე საპატიმროს დატოვების შემდეგ სპორტული კარიერის გაგრძელებას გეგმავს.

ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძე რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system