თავში

ქალაქებს შორის მოძრაობის აკრძალვა მსუბუქ ავტომანქანებს არ ეხება

ქალაქებს შორის მოძრაობის აკრძალვა მსუბუქ ავტომანქანებს არ ეხება
ქალაქებს შორის მოძრაობის აკრძალვა მსუბუქ ავტომანქანებს არ ეხება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში,  24 მარტს, 00:00 საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა საქალაქო ტრანსპორტზე. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ასევე, 24 მარტს 00:00 საათიდან იკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო შემადგენლობებს.

სხდომაზე განიხილეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო რეჟიმის აღსრულების პროცესი. აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები მდგომარეობას სრულად აკონტროლებენ და რეგიონში მშვიდი ვითარებაა.

,,უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის პოზიტიური ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტიდან 8 უკვე გამოჯანმრთელდა და სპეციალისტები უახლოეს საათებში უარყოფით პასუხს დამატებით კიდევ 3 პაციენტის ტესტზე ელოდებიან. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა 3 პაციენტი, ხოლო ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 236 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system