თავში

ავტომობილი ხევში გადავარდა - დაღუპულია მოზარდი

ავტომობილი ხევში გადავარდა - დაღუპულია მოზარდი
ავტომობილი ხევში გადავარდა - დაღუპულია მოზარდი

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელშიც 4 არასრულწლოვანი იჯდა, მოულოდნელად გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შედეგადაც მანქანაში მყოფი ერთი მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

"ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი",- წერს გამოცემა.

report.ge მომხდარის სხვა დეტალებს შსს-ში არკვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system