თავში

ავტომობილი, რომელშიც 8 თვის ბავშვი იჯდა, ხიდიდან გადავარდა

ავტომობილი, რომელშიც 8 თვის ბავშვი იჯდა, ხიდიდან გადავარდა
ავტომობილი, რომელშიც 8 თვის ბავშვი იჯდა, ხიდიდან გადავარდა

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაბეღლავისკენ მიმავალ გზაზე, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 8 თვის ბავშვი. შემთხვევის შედეგად ბავშვი არ დაშავებულა, ხოლო სხვა მზგავრებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system