თავში

ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა უქმდება? - მინისტრის პასუხი

ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა უქმდება? - მინისტრის პასუხი
ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა უქმდება? - მინისტრის პასუხი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, კვლავ ძალაში რჩება თუ არა ავტომობილში სამზე მეტი პირის ჯდომის შეზღუდვა.

თუმცა, აცხადებს, რომ ყველა შეზღუდვის ერთად მოხსნა ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზს გაართულებს. 

„გარკვეული შეზღუდვები ჯერჯერობით იარსებებს. ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ეტაპობრივ მიდგომას. რადგან ვაკვირდებით, თითოეული შეზღუდვის მოხსნა რა გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა გაგვირთულებს ამ ანალიზს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ის პირვანდელი გეგმა, რაც ორ თვეზე მეტ პერიოდზე იყო გაწერილი, ახლა მაქსიმალურად დაჩქარებულია. ესეც ხდება ეპიდემიის მართვის გაძლიერების ფონზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა  და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება, თუმცა შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაში რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system