თავში

ავტომობილში საბავშვო სავარძლის გამოყენება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

ავტომობილში საბავშვო სავარძლის გამოყენება შესაძლოა სავალდებულო გახდეს
ავტომობილში საბავშვო სავარძლის გამოყენება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

მსუბუქი ავტომობილები გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ წარუდგინეს. 

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

ინიციატორების თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. პროექტის მომზადების დროს შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და სამართლებრივი რეგულაციები.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 

ცნობისთვის, საქართველოში მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, 16 წლამდე ასაკის 14 მოზარდი და მცირეწლოვანი, ხოლო დაშავდა 579. სტატისტიკური მონაცემები ვრცლად იხილეთ ბმულზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system