
კახეთის გზატკეცილზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე მობილიზირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
BMW-ს მარკის ავტომობილის გადაყვანა ევაკუატორის დახმარებით გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართლის 125 მუხლის მე-10 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მერ საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, მოჰყვა.
სალომე კაპანაძე
ავტორი