თავში

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან - არიან დაშავებულები
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან - არიან დაშავებულები

აჭარაში, ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ინციდენტის დროს დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system