თავში

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - არიან დაშავებულები
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - არიან დაშავებულები

ბათუმში, ესტაკადასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებულს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის გამოც ბათუმის შესასვლელში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system