თავში

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაური- პოლიციის მანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაური- პოლიციის მანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაური- პოლიციის  მანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა
© gurianews.com

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში.

ცენტრალურ გზაზე პოლიციის მანქანა და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. 

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. 

მათივე თქმით, შეჯახების შედეგად სატვირთო ავტომობილი ინერციით გვერდით მდგარ გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system