თავში

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში
ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში

ფოთში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეებს "ოპელის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.

მანქანა ქვეითებს ქუჩაზე გადასვლისას დაეჯახა. დაშავებული ქალი და მოზარდი სასწრაფო დახმარებამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.  ქალს თავის ტრავმა აღენიშნება, მოზარდს კი მსუბუქი დაზიანებები აქვს.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system