თავში

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში - მსუბუქი ავტომობილი არხში ჩავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში - მსუბუქი ავტომობილი არხში ჩავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში - მსუბუქი ავტომობილი არხში ჩავარდა

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მიმავალმა დაცვის სამსახურის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system