თავში

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system