
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ასაკის ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა რის შედეგადაც პირი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტ სოფელ იორმუღანლოსთან მოხდა.
როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.