თავში

ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის ქალი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის ქალი ემსხვერპლა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ტოლოშის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილს ახალგაზრდა კაცი მართავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system