თავში

ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა ოდენობით საქართველო რეგიონის ლიდერია

ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა ოდენობით
ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა ოდენობით საქართველო რეგიონის ლიდერია

Our world in data -ს მიხედვით, 1990-2015 წლებში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე, ყველაზე მაღალი რუსეთის ფედერაციაში ფიქსირდებოდა, თუმცა 2015 წლიდან ამ მონაცემით ანტირეკორდი საქართველოში დაფიქსირდა.  2015-2017 წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აზერბაიჯანში ფიქსირდება, შემდეგია სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და საქართველო.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 3 707 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 337 ადამიანი, დაშავდა 5 004 პირი. გარდაიცვალა 87 ქვეითად მოსიარულე და დაშავდა – 959 ქვეითი, ასევე დაიღუპა 0-16 წლამდე 17, ხოლო დაშავდა 465 მოზარდი. 

2020 წლის მესამე კვარტალში (ივლისი -სექტემბერი) წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გარდაცვალების რიცხვი გაიზარდა 18,6 %-ით (113 დაღუპული პირი), ხოლო დაშავებულთა რაოდეობა 7 %-ით (2,176 პირი დაშავდა).

ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა მცხეთა-მთიანეთში – 24, თბილისში – 22, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში- 19, შიდა ქართლში -19 პირი.

რაც შეეხება კანონმდებლობას, მთავრობის ხედვები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დოკუმენტშია გაწერილი. საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტად არის გამოცხადებული სამთავრობო პროგრამაში, ასევე არსებობს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი შესაბამისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აღსრულების საკითხთან დაკავშირებით პრობლემაა.

ცნობისთვის, საგზაო უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებს. ეკონომიკური კუთხით, საგზაო შემთხვევებისგან ზარალი ქვეყნის მშპ-ს 4%-ია, რაც დიდი დანაკარგია. ეკონომიკა ვითარდება და თუკი საგზაო შემთხვევებისგან მიყენებულ ზარალს არ შევამცირებთ, ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system