თავში

კახა კალაძე ,,ცენტრ პოინტის" მშენებლობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა - PHOTO

კახა კალაძე ,,ცენტრ პოინტის" მშენებლობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა - PHOTO
კახა კალაძე ,,ცენტრ პოინტის მშენებლობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა - PHOTO

თბილისის მერი კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა. კახა კალაძემ დაზარალებულებს მიმდინარე პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.

„ცენტრ პოინტის“ პრობლემა დიდი თავის ტკივილია ჩვენი დედაქალაქისთვის, მისი იერსახისთვის, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის პრობლემა, რომლის უკან დგახართ თქვენ, დაზარალებული მოქალაქეები, ათასობით ოჯახი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, რადგან თბილისის მერიისა და „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა ინტერესი არის საერთო. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან და რჩეულიშვილების ოჯახთან. თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, იქნება შეთანხმებული თქვენთან," - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები უკვე თვენახევარია მიმდინარეობს და წლის ბოლოს უკვე მზად იქნება პრობლემის გადაჭრის გეგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system