თავში

"აზარტული თამაშების წინააღმდეგ" კამპანიის მონაწილეები ომბუდსმენს ხვდებიან

"აზარტული თამაშების წინააღმდეგ" კამპანიის მონაწილეები ომბუდსმენს ხვდებიან
აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიის მონაწილეები ომბუდსმენს ხვდებიან

ანა დოლიძე და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ" კამპანიის მონაწილეები ამ წუთებში, საქართველოს სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას მართავენ. 

"ჩვენ გავერთიანდით ამ მთავარი მიზნისთვის, შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა. პეტიციაში 4 მთავარი მოთხოვნა გავაერთიანეთ, ეს არის აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეკლამის აკრძალვა, ისეთი თავისუფალი და თავაშვებული რეკლამა არსადაა სხვა ნორმალურ ქვეყანაში, როგორიც ამ ქვეყანაში. ასევე არასრულწლოვნების დაცვა, ონლაინ თამაშების გართულება და ზონირება. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი მომავლისთვის"- განაცხადა შეხვედრაზე ანა დოლიძემ.

მან სახალხო დამცველს საკითხით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system