თავში

ანდრია ჯაღმაიძე: 15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება

ანდრია ჯაღმაიძე: 15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება
ანდრია ჯაღმაიძე: 15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მოზარდს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სასულიერო პირები წესს აუგებენ. ამის შესახებ ინფორმაცია, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა. 

,,15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება", - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში. 

დეკანოზი, ფეისქბუქზე დაწერილი პოსტის კომენტარებში, გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს:

,,გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში, ლუკასთვის, შესაბამისად მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან. ესეც რომ არა, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ჩამოვარდნილიყო", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

გუშინ კი, 15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system