თავში

აზერბაიჯანელები საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმაღლესი სასწავლებლის გახსნას სთხოვენ

აზერბაიჯანელები საქართველოს პრემიერ-მინისტრს
აზერბაიჯანელები საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმაღლესი სასწავლებლის გახსნას სთხოვენ

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას უმაღლესი სასწავლებლის გახსნას სთხოვენ, სადაც აზერბაიჯანულენოვან კადრებს მოამზადებენ.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს „განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, აზერბაიჯანელებს, როგორც ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება აქვთ.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ უმაღლეს სასწავლებელში მომზადებული კადრები შემდგომ აზერბაიჯანულენოვან სკოლებში გაკვეთილების ჩატარებას შეძლებენ, ნაწილი კი სწავლას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში გააგრძელებს, მომავალში კი უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობით დაკავდება.

მიმართვაში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები უმაღლეს სასწავლებელში ბიზნესის, სამართლის და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტების შექმნის, ასევე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე სწავლის ინიციატივით გამოდიან.

წერილის ავტორების თქმით, უნივერსიტეტს შესაძლოა თბილისში დაბადებული აზერბაიჯანელი მწერლის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნარიმან ნარიმანოვის სახელი ეწოდოს, რომელიც, მათი თქმით, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის „მეგობრობის სიმბოლოდ“ იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system