თავში

აზერბაიჯანის ელჩმა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას 200 სასურსათო პაკეტი გადასცა

აზერბაიჯანის ელჩმა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას 200 სასურსათო პაკეტი გადასცა
აზერბაიჯანის ელჩმა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას 200 სასურსათო პაკეტი გადასცა

დღეს, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დურსუნ ჰასანოვი კახეთს ეწვია და სამხარეო ადმინისტრაციას 200 სასურსათო პაკეტი გადასცა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დურსუნ ჰასანოვი მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო და მეგობრული, ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანელ ხალხს, აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაციას, რომელიც აზერბაიჯანის საელჩოს მეშვეობით ამ მეგობრულ, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ჩვენს მოსახლეობას. მინდა კიდევ ერთხელ დავაფასო ბატონი ელჩის სტუმრობა და აღნიშნული ჰუმანიტარული ღონისძიებისთვის მადლობა ვუთხრა მას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სასურსათო პაკეტები კახეთის რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე გადანაწილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system