თავში

აზერბაიჯანის ომბუდსმენი ნინო ლომჯარიას მიმართავს

აზერბაიჯანის ომბუდსმენი ნინო ლომჯარიას მიმართავს
აზერბაიჯანის ომბუდსმენი ნინო ლომჯარიას მიმართავს

აზერბაიჯანის სახალხო დამცველი, საბინა ალიევა საქართველოს ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას საქართველოში, ფონიჭალაში, არასრულწლოვნების შესაძლო “ნიშნობის” ფაქტზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმართავს, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

მიმართვაში საბინა ალიევა ნინო ლომჯარიას სთხოვს, რომ შესაბამისმა სამთავრობო ორგანოებმა გამოიძიონ მომხდარი და ბავშვების უფლებების დასაცავად ყველა ზომა მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, შსს-მ სოციალურ ქსელში 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system