თავში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით მარნეულში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით მარნეულში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით მარნეულში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს

აზერბაიჯანის საელჩომ დღეს მარნეულში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა. ნობათის 600 შეკვრა მარნეულისა და ბოლნისის ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდება.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით ვატარებთ საქველმოქმედო აქციას. აქცია დაიწყო გუშინ. დღეს ვართ მარნეულში. ეს აქცია ჩატარდება ასევე რუსთავში, გარდაბანში, კახეთში, თბილისში, შიდა ქართლში.

აქცია ტარდება ჩვენი ორი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობის სახელით.

მიზანი ერთი გვაქვს, ყველა ძალით ვებრძოლოთ კორონავირუსს და ვიცი, მალე დასრულდება. საქართველოს მთავრობა ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს“, – განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, დურსუნ გასანოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system