თავში

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს

აზერბაიჯანი ინციდენტი
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს.

„6 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯეირანჩოლ შემკირის სასაზღვრო ნაწილების მახლობლად, სასაზღვრო პუნქტის პერიმეტრში, შემჩნეული იქნა მეცხვარე, ცხვრის ფარასთან ერთად, რომელმაც აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა.

როდესაც მესაზღვრეებმა ცხვრის ფარის გარეკვა სცადეს, 10-მდე ძაღლი, რომელიც მეცხვარეს თან ახლდა, მესაზღვრეებს თავს დაესხა. თავდაპირველად, მესაზღვრეებმა, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ ძაღლებისთვის ესროლათ.

ამის შემდეგ მესაზღვრეებმა შეამჩნიეს მეცხვარე, რომელიც მიწაზე ცხენის გვერდით იწვა. მასთან მიახლოებისას მესაზღვრეებმა დაინახეს, რომ მეცხვარეს თავზე ღია ჭრილობა ჰქონდა.

მესაზღვრეებმა მას სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს და მისი უახლოეს სამედიცინო პუნქტში გადაყვანა უზრუნველყვეს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

მამაკაცის პიროვნება დადგენილია. იგი საქართველოს მოქალაქე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი, 1993 წელს დაბადებული რამინ ნიზამი ოღლუ ბაშიროვია.

ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილზე ჩავიდა აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელის მოადგილე, სასაზღვრო მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ასკერ ხალილოვი. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ქართველ მესაზღვრეებთან.

ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და პროკურატურა მოკვლევას აწარმოებენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system