თავში

აზერბაიჯანისა და თურქეთის დახმარებით 75 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა

აზერბაიჯანისა და თურქეთის დახმარებით 75 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა
აზერბაიჯანისა და თურქეთის დახმარებით 75 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 აპრილს, აზერბაიჯანის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, საქართველოს საელჩომ ორგანიზება გაუწია საქართველოს 75 მოქალაქის სამშობლოში ტრანსპორტირებას სახმელეთო გზით.

„აღსანიშნავია,რომ საელჩო მუდმივად უწევს ორგანიზებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესს.

24 აპრილს, საელჩომ ასევე უზრუნველყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი, საქართველოს 35 მოქალაქის ტრანსპორტირება სამშობლოში სახმელეთო გზით.

ასევე საყურადღებოა, რომ 27 აპრილს, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ და კონსულმა ნათია წერეთელმა მოინახულეს ბაქოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, აგრეთვე შშმ პირები, გაეცნენ მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. საქართველოს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარების სახით, გადაეცათ საკვები პროდუქტების ამანათები, პირველადი მოხმარების საგნები, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები და ქართული წარმოების პირბადეები.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს, 30 აპრილს, თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ავტობუსით, ანტალიიდან სტუდენტები და ანტალიაში მომუშავე ახალგაზრდები სამშობლოში გამოემგზავრნენ“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით და საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით, ასევე თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, 28 აპრილს, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ხუთი ქართველი მეზღვაურის თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქალაქ იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება.

„აღსანიშნავია,რომ თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ფარგლებში, უცხოელ მეზღვაურებს ეკრძალებათ თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლა. ამის მიუხედავად, ანკარაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამონაკლისის სახით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის საგარეო საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროები“,- აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17 627 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8 728 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system