თავში

აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი მიაწოდა

აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი მიაწოდა
აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი მიაწოდა

საქართველომ აზერბაიჯანიდან 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი შემოიტანა. 

”აზერბაიჯანის ხელისუფლების დახმარებით, საქართველოსთვის ოპერატიულად მოხდა თხევადი სამედიცინო ჟანგბადის საჭირო რაოდენობით მიწოდება. აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე პირობა დადო, რომ ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადს მიაწვდის იმ კლინიკებსაც, რომლებიც საქართველოში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ,” - განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარიძემ. 

ელჩმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზრდასთან დაკავშირებით, სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება სამჯერ გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system